ხარკოვზე დრონებით თავდასხმა მოხდა

04 აპრილი 2024, 08:03 444 ნახვა

რუსეთმა ირანული დრონებით თავდასხმა განხორციელდა უკრაინის ქალაქ ხარკოვის საცხოვრებელ უბნებზე.  დაღუპულია ოთხი ადამიანი. ხარკოვის მერმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ დაღუპულთაგან  სამი ავარიულ-სამაშველო  ავტომობილების  მძღოლები იყვნენ, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ მეორე თავდასხმამ იმსხვერპლა. 

მეოთხე დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავებულია 12 ადამიანი.

ხარკოვის მერის განცხადებით,  ქალაქში  ხუთი დრონი ჩამოვარდა. ერთმა მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, ჩამოინგრა შენობის ნაწილი   და სულ მცირე სამი მანქანა სერიოზულად დაზიანდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში