აბსურდულია უცხოური აგენტის შესახებ კანონპროექტის რუსულ პროექტად მიჩნევა - კრემლი

04 აპრილი 2024, 14:05 465 ნახვა

კრემლი აბსურდულს უწოდებს  ქართული ოპოზიციის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის რუსულ პროექტად  წარმოჩენას, რომლის მიღებასაც  მმართველი პარტია გეგმავს. რუსეთს საქართველოში სტაბილურობა და პროგნოზირებადი სიტუაცია სურს - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

საქართველოს მმართველი პარტია ხელახლა აპირებს კენჭისყრაზე კანონპროექტის გატანას, რომელიც  ორგანიზაციებისგან, რომლებიც იღებენ თანხებს საზღვარგარეთიდან,  უცხოურ აგენტებად დარეგისტრირებას მოითხოვს. 

13 თვის წინ  მასობრივი პროტესტის გამო კანონპროექტი  მმართველმა პარტიამ  გამოიწვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში