ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

04 აპრილი 2024, 17:21 1353 ნახვა

ქვემო ახალშენის სკოლის დირექტორი, რომელიც სოციალურ ქსელში ფემიციდის ფაქტს გამოეხმაურა, თანამდებობა დატოვა - ინფორმაცია აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში დაგ­ვი­დას­ტუ­რეს.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტის გასაჯაროების შემდეგ, რესურსცენტრმა შესწავლა დაიწყო, პროცესის მიმდინარეობისას კი, საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

შუახევში, ქმრის მიერ მოკლული ქალის ამბავს, ფერიდე შაინიძე სოციალურ ქსელში კომენტარით გამოეხმაურა და დაწერა, რომ "ასე ემართება თავში ავარდნილ ქალებს, ლოქო ნაჭუჭიდან რომ გამოძვრება შემდეგ ასე იქცევიან, რომ სიკვდილამდე მიდის საქმე". 

დაწერილმა კომენტარმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით, ფერიდე შაინიძემ პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ფეისბუქი გაუტეხეს და მისი სახელით ბოროტად ისარგებლეს. 

შეგახსენებთ, რომ 3 აპ­რილს შუახევში, სოფელ ნენიის ხიდთან ქმარმა ცოლი მოკლა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში