ძალოსნობაში სალიცენზიო ტურნირზე საბა ასანიძე იასპარეზებს

05 აპრილი 2024, 08:44 427 ნახვა

ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში შოთა მიშველიძემ სავალდებულო სალიცენზიო ჩათვლა გააკეთა.

მსოფლიო თასზე კიდევ ხუთი ქართველი ძალოსანი იასპარეზებს: საბა ასანიძე, ირაკლი ჩხეიძე, ანასტასია გოტფრიდი, ზაზა ლომთაძე და ლაშა ტალახაძე.

დღეს ტურნირზე ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაჟი საბა ასანიძე იასპარეზებს, რომელიც 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში