ბოლივიაში ავტოსაგზაო შემთხვევის 14 ადამიანი დაიღუპა

05 აპრილი 2024, 08:04 468 ნახვა

სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა და 2 დაშავდა ბოლივიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, დაღუპულთა შორის 1 ბავშვია.

გავრცელებული ცნობით, სატვირთო მანქანის მძღოლს, რომელსაც მარილი გადაჰქონდა, შესაძლოა ჩაეძინა, კონტროლი დაკარგა და საპირისპირო ზოლში გადავიდა. მძღოლი პროკურატურაში იმყოფება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში