მოვუწოდებთ მოქალაქეებს, არ გასცდნენ კანონის ნორმებს - შსს ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე

05 აპრილი 2024, 14:54 412 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან დაბა ადიგენში. მოვუწოდებთ ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

 

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ადიგენში მოქალაქეთა ჯგუფი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამლოცველოს გახსნას ითხოვს. ადგილობრივები ამ ფაქტს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ მოქალაქეთა ჯგუფი მუსლიმ თემს არ წარმოადგენს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში