რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

06 აპრილი 2024, 10:02 553 ნახვა

რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხალი გასკდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ქალაქში მცხოვრებლების ევაკუაცია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, წყალდიდობის ზონაში ათი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

ორენბურგის ოლქის მთავრობის ინფორმაციით, ევაკუაციისთვის მომზადებულია დროებითი ევაკუაციის ცენტრები.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მაშველები კაშხლის გამაგრებას ცდილობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში