რობერტ კობლიაშვილმა პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

06 აპრილი 2024, 12:06 537 ნახვა

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ექვსი ქართველი გამოვიდა, რომელთაგან ფინალში გასვლა და ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვება მხოლოდ რობერტ კობლიაშვილმა მოახერხა. ქართველმა ნახევარფინალში გერმანელი 2:1 დაამარცხა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან პარიზის ოლიმპიადის საგზური პირველმა მოიპოვა. დანარჩენ ხუთ მოჭიდავეს – ლერი აბულაძეს, დიეგო ჩხიკვაძეს, იური ლომაძეს, გურამ ხეცურიანს და სულხან ბუიძეს ლიცენზიების მოპოვების ბოლო შანსი მაისში, სტამბულის ტურნირზე ექნებათ. ბაქოში 7 აპრილს ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაშიც გაიმართება, სადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებს მხოლოდ შეჯიბრების ფინალისტები მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადის ლიცენზია ამ დროისთვის საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მხოლოდ ორ წევრს – გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს აქვთ მოპოვებული.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში