საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუასთან ქულა მოიპოვა

06 აპრილი 2024, 12:07 526 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ლიეტუვასთან მატჩით გახსნა და ქულა მოიპოვა. შეხვედრა ფრედ – 2:2 დასრულდა. პირველ 20 წუთში დუბლი შეასრულა თეონა ბაქრაძემ. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 9 აპრილს ნეიტრალურ მოედანზე, კვიპროსში ბელარუსთან გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში