სპორტის საერთაშორისო დღე

06 აპრილი 2024, 20:26 604 ნახვა

დღეს, ექვს აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის სპორტის დეპარტამენტის ინიციატივით ბათუმის სპორტის სასახლეში საჩვენებელი აქტივობები და ტურნირები ჩატარდა სპორტის რამდენიმე სახეობაში, მათ შორის მძლეოსნურ გარბენში, მხატვრულ ტანვარჯიშში, სპორტულ ცეკვებში, ჭადრაკში, კრიობაში, რომელიც ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ უძველეს სახეობას წარმოადგენს და კარატეში. ღონისძიებაში სამასზე მეტი სპორტსმენი იყო ჩართული. 2013 წელს გაერომ 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ დააწესა. საქართველო კი ამ თარიღს 2014 წლიდან აღნიშნავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში