მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს ზეიმობს

07 აპრილი 2024, 10:08 577 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია, დღეს, ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. ხარება ერთ-ერთი საუფლო დღესასწაულია და 7 აპრილს (25 მარტს ძველი სტილით) აღინიშნება. დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია.

ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში წირვა 10:00 საათზე დაიწყო.

სახარების მიხედვით, ამ დღეს, გალილეის ქალაქ ნაზარეთში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში