ჩინეთმა რუსეთის მხარდაჭერა გააძლიერა - "ბლუმბერგი"

07 აპრილი 2024, 10:54 485 ნახვა

ჩინეთმა, კიდევ უფრო, გააძლიერა რუსეთის მხარდაჭერა, – ამის შესახებ, „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, პეკინი მოსკოვს სატელიტურ ფოტოების აწვდის, რაც რუსეთს უკრაინის ობიექტებზე თავდასხმაში ეხმარება.

როგორც მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ჩინეთის მხარდაჭერა, ასევე, მოიცავს საწვავს რაკეტებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობამ 2023 წელს, რეკორდულ, 240 მილიარდ დოლარს მიაღწია. ასევე, რუსეთმა გაზარდა, ისეთი პროდუქტების ექსპორტი ჩინეთში, როგორებიცაა ნახშირი და ნავთობი“, – წერს „ბლუმბერგი“.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთი და ჰონგ კონგი კრემლს ეხმარებიან, წვდომა ჰქონდეს ისეთ ტექნოლოგიებთან, რომლებიც ომის შემდეგ შეზღუდულია რუსეთისთვის. ტექნოლოგიებში კი, ისეთი ჩიპები იგულისხმება, რომლებიც გამოიყენება ან საჭიროა იარაღის შესაქმნელად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში