უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ კომპრომისზე წავა რუსეთთან - იენს სტოლტენბერგი

07 აპრილი 2024, 11:35 507 ნახვა

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ კომპრომისზე წავა რუსეთთან, – ამის შესახებ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსი სამხედროების თავისი ტერიტორიებიდან გასაძევებლად კიევს, შესაძლოა, დათმობებზე წასვლა მოუწიოს.

„საბოლოოდ, სწორედ, უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი სახის კომპრომისზე წასასვლელადაა მზად. ჩვენ მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ იყოს ისეთ მდგომარეობაში, სადაც რეალურად მიაღწევს მისაღებ შედეგს მოლაპარაკებების მაგიდასთან“, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.

 

როგორც სტოლტენბერგი ამბობს, ის არ მოუწოდებს უკრაინას დათმობებზე წასვლას ახლავე, თუმცა, აღნიშნა, რომ მშვიდობა მაშინ იქნება მიღწეული, როცა უკრაინა გაიმარჯვებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში