სლოვაკეთის პრეზიდენტი პეტერ პელეგრინი გახდა

07 აპრილი 2024, 08:15 567 ნახვა

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი კოალიციის წევრმა და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემ გაიმარჯვა. პეტერ პელეგრინმა ხმების 53% მიიღო და ოპოზიციის კანდიდატი, პროდასავლელი ივან კორჩოკი დაამარცხა.

ბიბისის ცნობით, პელეგრინი პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მოკავშირეა და რუსეთის მიმართ მის დამოკიდებულებას იზიარებს.

სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირე იყო, ვიდრე ხელისუფლებაში ფიცო მოვიდოდა და სლოვაკეთის არმია უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას შეაჩერებდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში