პროტესტი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გრძელდება 

07 აპრილი 2024, 09:00 444 ნახვა

საპროტესტო აქცია გაიმართა ისრაელშიც, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომასა და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას ითხოვდნენ. თელ-ავივსა და სხვა ქალაქებში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამოვიდნენ. შეკრებილები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

ანტისამთავრობო აქციას მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. ამ დროისთვის დაახლოებით 130 მძევალი კვლავ ღაზაში რჩება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში