მიხეილ სარჯველაძე საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა

07 აპრილი 2024, 16:54 424 ნახვა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან, ახლად გახსნილ სოფლის ამბულატორიაში იმყოფებოდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს,

უწყების ცნობით, მინისტრი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო, სამედიცინო პერსონალს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობის მსოფლიო დღე მიულოცა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების, სრულად, დაკმაყოფილება.

"ერგნეთის ამბულატორია, ადგილობრივ მოსახლეობას, პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურებას უწევს. სამედიცინო დაწესებულება კვალიფიციური პერსონალითაა დაკომპლექტებული. სოფლის ამბულატორია ერგნეთის 300-მდე მცხოვრებს, იმუნიზაციას, კიბოს სკრინინგსა და სხვა სამედიცინო სერვისს სთავაზობს" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში