4 ქვეყნის ერთობლივი საზღვაო წვრთნები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში

08 აპრილი 2024, 10:01 449 ნახვა

იაპონიამ, აშშ-მა, ავსტრალიამ და ფილიპინებმა ერთიანი  ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს  სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.  ფილიპინების შეიარაღებული ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები  სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინების  ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის ფარგლებში  გაიმართა.

მასში მონაწილეობდნენ  საჰაერო და საზღვაო ხომალდები, მათ შორის ამერიკული  სანაპირო საბრძოლო ხომალდი, ავსტრალიური  ფრეგატი და იაპონური გამანადგურებელი.  სწავლება მოიცავდა  საკომუნიკაციო და სადაზვერვო აქტივობებს  და მიზნად ისახავდა  4 ქვეყანას შორის ურთიერთმოქმედების გაუმჯობესებას. 

საზღვაო აქტივობა  იაპონიის, აშშ-სა და ფილიპინების ლიდერთა სამიტის წინ გაიმართა, რომელზეც  სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ცოტა ხნის წინანდელ ინციდენტზე იმსჯელებენ. ფილიპინებსა და ჩინეთს შორის  ბოლო თვეში რამდენიმე საზღვაო დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც მხარეებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს და  ზეპირი განცხადებები გაცვალეს. ამან ზღვაზე ესკალაციის  საფრთხე გააჩინა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში