მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება

09 აპრილი 2024, 10:19 468 ნახვა

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში განაცხადების მიღება 22 აპრილს დაიწყება 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, 200-ზე მეტი მასწავლებელი, მათ შორის, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, გასულ წელს, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დაწესდა. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს აღინიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში