სანდრო მამუკელაშვილის „სან-ანტონიო“ „ფილადელფიასთან“ ოვერტაიმში დამარცხდა 

09 აპრილი 2024, 08:15 406 ნახვა

„სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი სანდრო მამუკელაშვილს კვლავ ბოლომდე ენდო და ქართველმა ფორვარდმაც გაუმართლა.

ტეხასელებმა „ფილადელფიასთან“ შინ, თავიდან ბოლომდე თანაბარ მატჩში ოვერტაიმი ითამაშეს. დამატებით დროში გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს – 133:126. ფილადელფიელთა გამარჯვება ტაირის მაქსიმ განაპირობა, რომელმაც 52 ქულა ჩააგდო.

სანდრო მამუკელაშვილის მონაგარი ასეთი იყო: 24 წუთი, 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი. „სან ანტონიო“ მომდევნო მატჩს მემფისში 10 აპრილს გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში