დემოგრაფიული პოლიტიკა -  გაეროს  კვლევა 

23 მარტი 2017, 00:00 8220 ნახვა

გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2 050 წლისთვის 2 985 000 გახდება, -ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 2002 წლის აღწერის შედეგებთან შედარებით 15%-ით შემცირდა და მოსახლეობის საერთო რაოდენობამ 3 713 804 ადამიანი შეადგინა. პოლიტიკის ნარკვევის მიზანია საქართველოში დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესწავლა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოში ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება.

ამავე კატეგორიაში