საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ბელარუსთან დამარცხდა

09 აპრილი 2024, 22:29 435 ნახვა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩი ბელარუსთან გამართა და 0:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ორი ტურის შემდეგ ერთი ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, ბელარუსი კი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.

ქართველი ფეხურთელები მომდევნო მატჩს 31 მაისს სტუმრად კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, 4 ივნისს კი კუნძულელებს თბილისში უმასპინძლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში