„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს პარლამენტში დღეს განიხილავენ

10 აპრილი 2024, 10:17 418 ნახვა

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს.

გათვალისწინებულია საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის  შექმნა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის ქვეყნის მასშტაბით ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების შესახებ იმსჯელებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი მმართველი გუნდია, სადაც აცხადებენ, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი ემსახურება ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში