აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მუსლიმ თანამემამულეებს რამადან ბაირამი მიულოცა

10 აპრილი 2024, 10:26 425 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ მუსლიმ თანამემამულეებს რამადან ბაირამი მიულოცა, მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა.

"ჩვენი ქვეყნის ყველა მუსლიმ მოქალაქეს გილოცავთ რამადან ბაირამს! გისურვებთ მშვიდობას, სულიერ სიმტკიცეს, სიხარულს, ერთმანეთის სიყვარულს, წინსვლასა და კეთილდღეობას,“- აღნიშნავს დავით გაბაიძე. 

მისივე განცხადებით, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ტოლერანტობით, სხვადასხვა აღმსარებლობისადმი უდიდესი პატივისცემითა და შემწყნარებლობით.

რამადან ბაირამი, მუსლიმური კალენდრით, მეცხრე თვეა და, როგორც წესი, 30-დღიანი მარხვის დასრულების შემდეგ აღინიშნება. ამ დღეს მორწმუნეები ეხმარებიან შეჭირვებულებს, საფლავებზე გადიან და  ტკბილეული გააქვთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში