ბათუმელი მებრძოლის ისტორიული ოქროს მედალი

10 აპრილი 2024, 10:02 899 ნახვა

ევროპის ჩემპიონატზე შერეულ ორთაბრძოლებში ოქროს მედალი მოიპოვა ბათუმის საბრძოლო აკადემიის წარმომამდგენელმა ბექა შაინიძემ. ის ისტორიაში პირველი ქართველია, რომელიც სპორტის ამ სახეობაში კონტინენტის ჩემპიონი გახდა.

ბექამ 20-წლამდელთა შორის იასპარეზა, ოთხი ბრძოლა ჩაატარა და ოთხივეში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

ფინალში მან ტურნირის ფავორიტი იტალიელი მატეო ტალამანტი დაამარცხა. ბექა შაინიძეს წინ მსოფლიო ჩემპიონატი ელოდება.

აქვე გეტყვით, რომ აკადემიის კიდევ ერთი მებრძოლი გოჩა შაინიძე ახლოსაა იმ კონტრაქტის გაფორმებასთან, რომელიც მას შერეულ ორთაბრძოლებში საუკეთესო ლიგაში უეფსი-ში ბრძოლის საშუალებას მისცემს და ის გახდება მეორე ბათუმელი რომან დოლიძის შემდეგ, რომელიც აღნიშნულ ასოციაციაში იბრძოლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში