„ნამდვილი თუ მოგონილი?!“ - სწავლება

10 აპრილი 2024, 10:01 390 ნახვა

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით მედიაწიგნიერების პროექტის „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ გამარჯვებული და საუკეთესო ნაშრომის ავტორი 10 სტუდენტი მედიაწიგნიერების ტრენერმა მედიაწიგნიერების სწავლებაში გადაამზადა.

შეხვედრის დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა და ტრენერის სტატუსი მიენიჭა. მათ კომუნიკაციების კომისია მისცემს შესაძლებლობას, მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩაერთონ და სემინარები დამოუკიდებლად ჩაატარონ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში