11-13 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება - გარემო

10 აპრილი 2024, 12:11 506 ნახვა

11-13 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისში 11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 12-13 აპრილს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი შესაძლოა გაწვიმდეს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 11-12 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 13 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში