ბათუმში, სანიტარული ნორმის დარღვევის ფაქტზე, 4 სილამაზის სალონის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა - მუნიციპალური ინსპექცია

10 აპრილი 2024, 13:16 426 ნახვა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ სილამაზის სალონებსა და ესთეტიკურ ცენტრებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმიური მონიტორინგი განახორციელა.

მონიტორინგის შედეგად, სანიტარული ნორმის დარღვევის ფაქტზე 4 ობიექტის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

"ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოწმდება დეზინფექციისა და სტერილიზაციის რეჟიმი, სახიფათო ნარჩენების შეგროვება და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვა.

მონიტორინგს მუნიციპალური ინსპექციის, სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება შერჩევითობის პრინციპით ახორციელებს.

სანიტარული ნორმის დარღვევის ფაქტზე 4 ობიექტის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ბათუმის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე 300-ზე მეტი სილამაზის სალონი ფუნქციონირებს"- განმარტავენ ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში