ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს განიხილავს

10 აპრილი 2024, 13:30 479 ნახვა

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კანბერა განიხილავს  პალესტინის სახელმწიფოს აღიარების საკითხს, რაც პოლიტიკის ცვლილებას ნიშნავს  საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის ფონზე, რომელიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასასრულებლად  ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ  გადაწყვეტას ეძებს.

ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ვონგმა მხარი დაუჭირა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ კამერონის პოზიციას, რომელმაც განაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება, მათ შორის გაეროში, შეუქცევადს გახდის ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში