ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ პარიზის სტადიონზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

10 აპრილი 2024, 14:30 519 ნახვა

საფრანგეთის პოლიციამ ისლამური სახელმწიფოს მიერ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის  მასპინძელი ქალაქების მუქარის ფონზე დილიდან  პარკ დე პრენსის საფეხბურთო სტადიონის ირგვლივ  უსაფრთხოება გააძლიერა. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია  პარი სენ-ჟერმენსა და ბარსელონას შორის მატჩის წინ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა. 

მინისტრის თქმით,  ისლამური სახელმწიფო დრონების გამოყენებით  თავდასხმებით ემუქრება  ევროპის ტოპ-კლუბების  საფეხბურთო ტურნირს.

მუქარები მსოფლიოში ფეხბურთის ზოგიერთი ყველაზე ყურებადი მატჩის მიმართ ისლამური სახელმწიფოს აღორძინებაზე მიანიშნებს, რომელმაც მიმდინარე  წელს რამდენიმე სისხლიან თავდასხმაზე, მათ შორის ირანსა და მოსკოვში პასუხისმგბლობა აიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში