საქართველოს თასი თსუ-მ მოიგო 

11 აპრილი 2024, 08:44 363 ნახვა

საქართველოს თასის 32-ე გათამაშება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც გარდამავალი თასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა. თსუ ფინალში გორის „ივერიონს“ შეხვდა და 92:81 დაამარცხა.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელად თსუ-ელი კახა ჯინჭარაძე დასახელდა, რომელმაც 31 ქულა ჩააგდო, სამმაგ დუბლთან ძალიან ახლოს იყო გიორგი ცინცაძე – 17 ქულა, 11 მოხსნა, 9 პასი.

ივერიონში“ ყველაზე მეტი, 20 ქულა ჩააგდო გეგი ბაქრაძემ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში