„ტენერიფესა“ და „თოფაშს“ შორის გამარჯვებულს მესამე შეხვედრა გამოავლენს 

11 აპრილი 2024, 08:09 331 ნახვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ თურქულ „თოფაშს“ დაუპირისპირდა. სერია ორ მოგებამდეა. პირველი მატჩი ესპანეთში „ტენერიფემ“ მოიგო, განმეორებითში კი თურქებმა გაიმარჯვეს.

ამ წყვილში გამარჯვებულს მესამე შეხვედრა გამოავლენს, რომელიც კუნძულ ტენერიფეზე 17 აპრილს გაიმართება.

შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში