ეგეოსის ზღვაში სამი არასრულწლოვანი მიგრანტი დაიღუპა

11 აპრილი 2024, 08:05 393 ნახვა

საბერძნეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა  სამი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს და 19 მიგრანტი გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც მათი ნავი თურქეთის მახლობლად ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ქიოსზე ქვის ლოდებს დაეჯახა.

საბერძნეთი 2015 წლიდან ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან და აზიიდან მიგრანტებისა და ლტოლვილებისთვის ევროკავშირში მოსახვედრი ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტია.  მის კუნძულებზე თითქმის  მილიონამდე  მიგრანტი ჩავიდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში