სამხრეთ კორეის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა

11 აპრილი 2024, 08:04 407 ნახვა

სამხრეთ კორეის ლიბერალურმა ოპოზიციურმა პარტიებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს  გუშინ  გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, რომელმაც ძლიერი დარტყმა მიაყენა პრეზიდენტ იუნ სუკ იოლს და მის კონსერვატიულ პარტიას, თუმცა ვერ შეძლო აბსოლუტური  უმრავლესობის მოპოვება.

ეროვნული საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დემოკრატიული პარტია ახალ ასამბლეაში  300 ადგილიდან 175-ს დაიკავებს. დემოკრატების  მოკავშირედ მიჩნეული ლიბერალური პარტია, სავარაუდოდ, მიიღებს  12 მანდატს, თუმცა  მაინც ვერ შეძლებს აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას, რომლისთვისაც 200 მანდატია საჭირო.  

მოქმედი პრემიერის  სახალხო ძალაუფლების პარტია  ახალ პარლამენტში სავარაუდოდ 108 ადგილს დაეუფლება. არჩევნების  ოფიციალური შედეგები დღეს მოგვიანებით გამოცხადდება.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში