სასამართლო პროცესი

23 მარტი 2017, 00:00 3791 ნახვა

მირდატ ქამადაძის ინიციატივას - საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია  და შეისწავლონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული დაპირისპირება მმართველ გუნდში იწუნებენ, ამბობენ რომ ეს დეზინფორმაციაა და პროვოცირებას ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ იმიტომ ახდენს, რომ 11-12 მარტის მოვლენებთან მათი კავშირი გადაიფაროს. ნაციონალური მოძრაობის წევრები კი ქართულ ოცნებას გაჭიანურებულ გამოძიებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია ძალოვან უწყებებს შორის არსებული მდგომარეობა სპეციალურმა კომისიამ შეისწავლოს პროკურატურის პარალელურად. ინიციატივის მომხრეა ევროპული საქართველოს წარმომადგენლებიც. განსხვავებული მოსაზრება აქვს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელს ნინო ინაშვილს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში