ლაო ჯინჯაოს სახლ-მუზეუმის მოწყობის სამუშაოები

11 აპრილი 2024, 14:18 533 ნახვა

ჩაქვში ლაო ჯინ ჯაოს მუზეუმი მოეწყობა. სამუშაოებს ჩინელი აგრონომის აგარაკზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო  მაისში დაიწყებს.

საპროექტო ორგანიზაცია უკვე შერჩეულია.  მუზეუმის მოწყობაში თავის  წვლილს  შეიტანენ ასევე ლაო ჯინ ჯაოს შთამომავლები,რომლებიც მუზეუმს ჩინელი აგრონომის ნივთების ნაწილს გადასცემენ.  შეთანხმება პეკინში შედგა.  

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩინეთის დედაქალაქში რამდენიმე შეხვედრაც გამართა და ჩინური მხარისგან მუზეუმისთვის ლედ ეკრანებისა და თანამედროვე აუდი სისტემის გადაცემის დაპირებაც მიიღო.  

მუზეუმს ექნება ასევე ჩაის პლანტაცია, სადაც ვიზიტორები თავად შეძლებენ ჩაის დაკრეფას და ასევე დაგემოვნებას უკვე მუზეუმის სადეგუსტაციო ოთახში.  

აგარაკზე, სადაც მუზეუმი მოეწყობა ლაო ჯინჯაო  მე-20 საუკუნის  20-იან წლებში ცხოვრობდა. მის სახელს უკავშირდება ჩაის პლანტაციის   გაშენება და პირველი ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში