თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო ხელშეკრულების საკუთარი პროექტი გადასცა

11 აპრილი 2024, 21:38 371 ნახვა

თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს სამშვიდობო ხელშეკრულების საკუთარი პროექტი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ახალი ევროპა“ წყაროზე მითითებით აქვეყნებს.

პროექტი სტამბოლში გამართული პირველი მოლაპარაკებების საფუძველზე შეიქმნა.

თურქეთის სამშვიდობო ხელშეკრულება შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია იღებენ ვალდებულებას, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ ბირთვული იარაღი. ისინი ასევე განაახლებენ „სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის ხელშეკრულების“ მოქმედებას (START-3) მომავალში მისგან ცალმხრივი გასვლის შესაძლებლობის გარეშე; სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში ნებისმიერი გზით ჩარევის აკრძალვა, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს მისი ხელისუფლების დესტაბილიზაცია; ომის გაყინვა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ; 2040 წელს რეფერენდუმების ჩატარების ვალდებულებები: ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ეროვნული რეფერენდუმი, ასევე რეფერენდუმი საერთაშორისო კონტროლის ქვეშ ყველა ოკუპირებულ ტერიტორიაზე; უკრაინის უბლოკო სტატუსის გარანტიები 2040 წლამდე; პატიმრების გაცვლა „ყველა ყველაზე“ ფორმულით; რუსეთი არ აპროტესტებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

როგორც „ახალი ევროპა“ წერს, ამ ხელშეკრულების პროექტის მიღების ალბათობა დაბალი რჩება. ეს, სულ მცირე, მეცხრე ასეთი პროექტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში