პატიმრის ოჯახის აქცია

12 აპრილი 2024, 10:50 463 ნახვა

29 წლის პატიმრის სინარ ორუჯოვის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ ბათუმის ციხესთან.  ისინი ქსნის საპატიმროდან პატიმრის მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადმოყვანის ფაქტს აპროტესტებენ.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ  არ ეძლევათ მასთან კომუნიკაციის საშუალება, ასევე პატიმარი არის მძიმე ავადმყოფი,  აქვს ქრონიკული ეპილეფსია.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მსჯავრდებულს სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში  არ ეძლევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. რამდენიმე დღის წინ სინან ორუჯოვმა პროტესტის ნიშნად ბასრი საგნით სხეულზე სხეულის  დაიზიანა.

პატიმრის ოჯახის წევრები ასევე ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებების დარღვევაზე საუბრობს და მის გადაყვანას მოითხოვენ სხვა დაწესებულებაში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში