უჩხოს სკოლის მოსწავლე ფრენბურთელთა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება

12 აპრილი 2024, 14:05 1103 ნახვა

ხულოს სოფელ უჩხოს ვაჟ ფრენბურთელთა გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მიემგზავრება. 2023 წელს გამართულ ბავშვთა და სასკოლო სპორტულ თამაშებზე უჩხოს სკოლის ფრენბურთელებმა აჭარის ჩემპიონატი მოიგეს, შემდეგ დასავლეთ საქართველოს პირველობაზეც გაიმარჯვეს, საქართველოს ჩემპიონატზე მათ ყველა მეტოქე დაამარცხეს და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

ჩვენი სპორტსმენები 18 აპრილს სერბეთში მიემგზავრებიან, სადაც პლანეტის პირველობაზე იასპარეზებენ. უჩხოელ მოსწავლეებს ჯგუფში მეტოქეებად ბულგარეთის და უგანდას მოსწავლეთა ნაკრებები ეყოლებათ.

ჯგუფიდან პირველი და მეორე ადგილოსნები გადიან. დღეს ჩვენს ფრენბურთელებს საქართველოს და აჭარის ბავშვთა და სასკოლო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებმა ახალი სპორტული ეკიპირება გადასცეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში