არაჩვეულებრივი ურთიერთობები გვაქვს გერმანიასთან, ჩვენი მთავარი ამოცანაა, გავაძლიეროთ გერმანიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა - ირაკლი კობახიძე

12 აპრილი 2024, 18:40 386 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გერმანიაში ვიზიტი შეაჯამა.

„ჩვენ დავასრულეთ ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში. გვქონდა სამი არაჩვეულებრივი შეხვედრა კანცლერთან, ბუნდესტაგის თავმჯდომარესთან, ასევე გერმანიის პრეზიდენტთან. სამივე შემთხვევაში საუბარი გვქონდა, პირველ რიგში, ორმხრივ ურთიერთობებზე. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები გერმანიასთან, გარდა ამისა, დინამიკაც არის ძალიან პოზიტიური. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის თანამშრომლობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის. ჩვენ შევეხეთ თანამშრომლობის ყველა ასპექტს – პოლიტიკურ, ეკონომიკურ თანამშრომლობას, განათლების, კულტურის სფეროში თანამშრომლობას. საუბარი გვქონდა თანამშრომლობის აბსოლუტურად ყველა განზომილებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება. გერმანიის კანცელარიაში საქართველოს მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია დღეს გაიმართა. ირაკლი კობახიძეს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძემ და ოლაფ შოლცმა მედიასთან ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში