ჩილე ვენესუელისგან პოლიტიკურ მკვლელობაში ეჭვმიტანილების ექსტრადიციას მოითხოვს

13 აპრილი 2024, 10:02 463 ნახვა

ჩილეში თებერვალში ვენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გატაცება და მკვლელობა ვენესუელიდან იყო დაკვეთილი და სავარაუდოდ პოლიტიკური ხასიათისაა - აცხადებს  ჩილეს პროკურატურა და აღნიშნავს, რომ მთავრობა შეეცდება ვენესუელაში გაქცეული ორი ეჭვმიტანილის ექსტრადირებას.

21 თებერვალს გამთენიისას 32 წლის რონალდ ოხედა, ყოფილი ვენესუელელი ლეიტენანტი, რომელსაც ვენესუელა   მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქვეყნის ღალატში  ადანაშაულებს, ჩილეს პოლიციის ფორმაში  ჩაცმულ მამაკაცებს სანტიაგოში მისი ბინიდან  გამოჰყავთ.

ეს კადრები  სათვალთვალო კამერიდან არის ამოღებული. მისი ცხედარი  კი 2 მარტს სანტიაგოს გარეუბანში ცემენტში ჩაფლულ ჩემოდანში იპოვეს.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში