ხის მეჩეთების ფოტოგამოფენა ბათუმში

13 აპრილი 2024, 17:18 448 ნახვა

„ქართული მრავალფეროვნების ნავსაყუდელი“ - ამ სახელწოდებით ქართული ხის მეჩეთების შესახებ ფოტო-გამოფენა მოეწყო.  

წარმოდგენილია ხით  ხურობის უნიკალური ნიმუშები - ხის მეჩეთები  და ნაქარგები, დამათვალიერებელს ასევე შესაძლებლობა აქვს ნახცოს და შეიძინოს ქარგვის ოსტატი აჭარელი ქალების ნამუშევრები. პარალელურად გაიმართა პანელური დისკუსია ქართულ ისლამური არქიტექტურის შესახებ.   

აჩევნებენ  ფილმსაც „უხილავი ფერები - ქართული ხის მეჩეთები“. მეჩეტების ფოტო გამოფენა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.  

ღონისძიება  გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მხარდაჭერით მიმდინარეობს. 

აჭარის 5 მუნიციპალიტეტში 25 მეჩეთის აღწერა და შესწავლა „სოლიდარობის თემმა“ გასულ წელს დაიწყო.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში