ირანის „სამხედრო ქმედება” ისრაელის წინააღმდეგ დასრულებულია - გაერო-ში ირანის წარმომადგენლობა

14 აპრილი 2024, 10:14 408 ნახვა

ირანის “სამხედრო ქმედება” ისრაელის წინააღმდეგ დასრულებულია, - ამის შესახებ, განცხადებას გაერო-ში ირანის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ირანის “სამხედრო ქმედება” პასუხად მოჰყვა ისრაელის მხრიდან “აგრესიას დამასკოში დიპლომატიური შენობების წინააღმდეგ.”

„საქმე დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, თუ ისრაელის რეჟიმი კიდევ ერთ შეცდომას დაუშვებს, ირანის პასუხი გაცილებით უფრო მრისხანე იქნება. ეს არის კონფლიქტი ირანსა და ისრაელის განდეგილ რეჟიმს შორის, რომლისგანაც შეერთებული შტატები შორს უნდა დარჩეს!” - წერს გაერო-ში ირანის მუდმივი წარმომადგენლობა “ტვიტერის” პირად გვერდზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში