საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დედაენის დღეს ეხმაურება

14 აპრილი 2024, 11:49 391 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დედაენის დღეს ეხმაურება.

„ევროკავშირი უერთდება 14 აპრილის – დედაენის დღის აღნიშვნას. საქართველომ შეინარჩუნა თავისი ენის უნიკალურობა, რომელიც საქართველოში განათლებისა და კულტურის საფუძველია“, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

 

14 აპრილი დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 46 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი, 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად, რუსული უნდა ყოფილიყო.

საბოლოოდ კი, 60 ათასიან მასშტაბურ აქციაში გადაიზარდა. საბჭოთა კავშირის ლიდერებმა, საკუთარი ინტერესების გატარება ვერ გაბედეს და უკან დაიხიეს.

14 აპრილს დედაენის დღე, საქართველოში, 1990 წლიდან აღინიშნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში