ნეთანიაჰუსა და ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

14 აპრილი 2024, 11:01 385 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა  და აშშ-ს პრეზიდენტმა  ტელეფონით ისაუბრეს  მას შემდეგ, რაც ირანმა ასობით კამიკაძე  დრონი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა ესროლა   ისრაელს.  ამის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა. 

ისრაელის მთავრობის პრესსამსახურმა  ნეთანიაჰუს ბაიდენთან საუბრის ამსახველი ფოტო  გაავრცელა.  ირანის ისრაელზე თავდასხმის  შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეწყვიტა დელავერიში  შაბათ-კვირის დასვენება და  თეთრ სახლში დაბრუნდა. ბაიდენი თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებსა და კაბინეტის წევრებს შეხვდება  და ახლო აღმოსავლეთის შექმნილ ვითარებას განიხილავს. 

ვრცელდება  ასევე  ვიდეო და ფოტომასალა, რომელზეც გენერალური შტაბის უფროსი ჰერცი ჰალევი ესაუბრება არმიისა და საჰაერო ძალების ოფიცრებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში