ისრაელი ირანის თავდასხმაზე საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აპირებს - CNN

14 აპრილი 2024, 16:27 430 ნახვა

ისრაელი უპასუხებს ირანის თავდასხმას, თუმცა, საპასუხო ნაბიჯების მასშტაბი ჯერ განსაზღვრული არ არის, – ამის შესახებ, ინფორმაციას CNN ისრაელის ოფიცალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იუწყება, ანონიმურმა წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობაში მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რა სახის პასუხი უნდა გასცენ ირანს.

ირანის მხრიდან ისრაელზე შეტევამდე პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიუჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვის მხრივ, ასევე, შეტევის მხრივ.

„მკაფიო პრინციპი ჩამოვაყალიბეთ: ვინც გვავნებს, იმას ვავნებთ. საკუთარ თავს ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ დავიცავთ და ამას მშვიდად და მონდომებით ვიზამთ”, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში