ახალი საგანმანათლებლო ცენტრი

23 მაისი 2016, 00:00 3143 ნახვა

"ეპოქალური მნიშვნელობის პროექტი ჩვენი ქვეყნისათვის" - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობის დაწყება. დაწესებულებას საძირკველი დღეს თბილისში ჩაეყარა. პროექტს რამდენიმე ასეული მილიონი ევროთი ფონდი "ქართუ" აფინანსებს. ინსტიტუტში ამოქმედდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, სამეცნიერო კვლევები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში