„ლევერკუზენი“ ბუნდესლიგის ჩემპიონი კლუბის ისტორიაში პირველად გახდა

15 აპრილი 2024, 10:01 446 ნახვა

გერმანიის საფეხბურთო ბუნდესლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ხაბი ალონსოს გაწვრთნილმა ლევერკუზენის „ბაიერმა“ საკუთარ მოედანზე ბრემენის „ვერდერი“ 5:0 დაამარცხა და კლუბის 119-წლიან ისტორიაში პირველად გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი.

მატჩამდე „ბაიერნი“ უშუალო კონკურენტს, მიუნხენის „ბაიერნს“ 13 ქულით უსწრებდა და ჩემპიონატის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე ჩემპიონის ტიტულის ოფიციალურად გაფორმებისთვის 3 ქულა სჭირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ხაბი ალონსოს გაწვრთნილი „ბაიერი“ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია, ხოლო ყველა ტურნირის ეგიდით, უკვე 43 მატჩია, წაგება არ აქვს.

ბუნდესლიგის გარდა, „ბაიერს“ მიმდინარე სეზონში უეფა-ს ევროპის ლიგისა და გერმანიის თასის მოგებაც შეუძლია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში