საცხოვრებელი კორპუსები დევნილებისთვის

15 აპრილი 2024, 10:50 338 ნახვა

720 დევნილი ოჯახისთვის ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდება. საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დევნილთა განსახლება სახელმწიფოს პრიორიტეტია და სამშენებლო სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში  მიმდინარეობს. 

პროექტის ფარგლებში   სამინისტრო  საცხოვრებელ ფართს ჯამში 13 000 დევნილ ოჯახს გადასცემს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში