საპატრიარქოს  იურისტის  განმარტება 

24 მარტი 2017, 00:00 2424 ნახვა

საპატრიარქოს იურისტი ამბობს, რომ სინოდის წევრების ნაწილი, რომელთაც მამა გიორგი მამალაძესთან მიმართებაში რაიმე ინფორმაცია ჰქონდათ,  დაიკითხა. ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობი, მეუფე თეოდორე და მამა მიქაელ ბოტკოველი არიან დაკითხულები.  ქარჩავას ინფორმაციით, ეკლესია თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპატრიარქოს იურისტის თქმით, დეკანოზის ადვოკატების მოთხოვნა, წმინდა სინოდის წევრების წინასწარი გამოძიების მსვლელობისას გამოკითხვის თაობაზე, იმ შავ პიარს ემსახურებოდა, რომელიც ეკლესიის მიმართაა აგორებული. მან ასევე დეკანოზ  გიორგი მამალაძეს მოუწოდა, შენდობა სთხოვოს იმ ხალხს, ვის მიმართ ცუდი განზრახვა ჰქონდა და ცილს სწამებს. მათ შორის ქარჩავას თქმით ერთ-ერთი შორენა თეთრუაშვილია

ამავე კატეგორიაში