საკონსტიტუციო  სარჩელი

24 მარტი 2017, 00:00 3100 ნახვა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და მედიის განვითარების ფონდის ერთობლივ კონსტიტუციურ სარჩელებზე საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.  კოლეგია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელაც მოუსმენს. მოსარჩელეთა მტკიცებით სადავო ნორმები მათ უზღუდავს შესაძლებლობას საერთო სასამართლოში საქმის ღია სხდომაზე განხილვის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები გამოითხოვონ, რომელშიც  არ იქნება დაშტრიხული პირის მაიდენტიფიცირებელი პერსონალური მონაცემები. მოსარჩელეთა აზრით საჯარო სხდომაზე ხდება ყველა იმ არგუმენტის  და ინფორმაციის გამორკვევა რასაც სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება, შესაბამისად აზრს მოკლებულია იმ ინფორმაციის დამალვა რომელიც ღია პროცესზე განიხილეს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს. 

ამავე კატეგორიაში